ფესტივალი ”განდაგანა” გრძელდება

06 ოქტ 2017

სოფლის ტურიზმის ფესტივალი “განდაგანა” გრძელდება. პროგრამა 4 საათზე განახლდება, დამთვალიერებელს გამოფენების, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის, ხალხური რეწვის ნიმუშების, და ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონანტების, ნახვის საშუალება ექნება.

მოეწყობა ფოლკლორ - შოუც. დღესვე დაწურავენ ყურძენს და დაამზადებენ ფესტივალის სახელობის ღვინოს. ღონისძიებაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფესტივალი “განდაგანა” წელს მესამედ ჩატარდა.