ადაპტირებულია თუ არა საარჩევნო უბნები?

06 ოქტ 2017

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქედის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის 21 უბანია ადაპტირებული. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, 21 უბნიდან 14 შენობას აქვს პანდუსი, ხოლო 7 პირველ სართულზეა მოწყობილი.

ალი ნაკაშიძის ინფორმაციით, სპეციალური კაბინები იმ უბანზე განთავსდება, სადაც ეტლით მოსარგებლეები არიან რეგისტრირებული. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საარჩევნო უბნებზე ასევე გამადიდებელი ლინზებიც იქნება.