ცესკოს მონაცემებით საქართველოში 3 მილიონ 496 ათას 461 პოტენციური ამომრჩეველია

05 ოქტ 2017

ცესკომ ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო. ქვეყანაში წელს 3 მილიონ  496 ათას 461 პოტენციური ამომრჩეველია. ამ მონაცემების საფუძველზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ერთიან სიას კიდევ ერთხელ განაახლებს.

საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისათვის, საარჩევნო ბლოკებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისათვის და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება.