წინასაარჩევნო შეხვედრა ამომრჩეველთან

04 ოქტ 2017

ჩაქვის მცხოვრებლებს “ქართული ოცნების” ქობულეთის მერობის კანდიდატი შეხვდა. მირიან ქათამაძემ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. მოსახლეობა ძირითადად  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს. ისაუბრეს საბავშვო ბაღის დამატების აუცილებლობაზეც.