მშენებლობების უსაფრთხოება და ხარისხი

01 ოქტ 2017

მშენებლობებზე მომხდარი ინცინდენტების შედეგად დაღუპული და დაშავებული ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. კვლავ დღის წესრიგში დგას თემა: ხარვეზები  კანონმდებლობაში.

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ხშირად უბედური შემთხვევის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაა. პრობლემად რჩება შრომის ინსპექტორების უფლებები. პროექტს პარლამენტი განიხილავს, რომლის მიღების შემდეგ, ინსპექტორებს ობიექტების შემოწმება კომპანიების გაფრთხილების გარეშე შეეძლებათ.