კოლუმბიაში 1,5 ტონა კოკაინი ამოიღეს

28 სექ 2017

კოლუმბიაში, ნარკოტრაფიკთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 1,5 ტონა კოკაინის კონფისკაცია მოხდა. ამის შესახებ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებზე დაყრდნობით სააგენტო EFE იუწყება.

მათივე ინფორმაციით, სამხედრო მეზღვაურებმა შესამოწმებლად კატარღა გააჩერეს, რომელშიც კოკაინით სავსე 71 ტომარა აღმოაჩინეს. კატარღაზე მყოფი ოთხივე პირი დაკავებულია.მიმდინარე წელს კოლუმბიის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ნარკოტრაფიკთან ბრძოლის ფარგლებში 168 ადამიანი დააკავეს.