იპოთეკით დაზარალებულების აქცია მთავრობის სახლთან

15 ივნ 2016

იპოთეკური სესხით დაზარალებულთა აქცია  აჭარის მთავრობის სახლთან.  მთავრობის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ისინი  კვლავ კონკრეტულ  პასუხს ითხოვენ - უშუამდგომლებს თუ არა ხელისუფლება მათ ბანკებთან დაბალპროცენტიან და  გრძელვადიან სესხებზე. აქციის მონაწილეები არჩილ ხაბაძესთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ამბობენ,  პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.  აჭარის მთავრობაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.