ჰიტლერის წიგნაკი აუქციონზე გაიყიდა

23 სექ 2017

დიდ ბრიტანეთში აუქციონზე 33 ათას გირვანქა სტერლინგად ადოლფ ჰიტლერის სატელეფონო წიგნაკი გაიყიდა. ეს წიგნაკი რეიხსკანცელარიაში მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, 72 წლის წინ იპოვეს. სატელეფონო წიგნში ხელით ნაწერი 2 ათასი ტელეფონის ნომერია, მათ შორის გიმლერის, გებელსის, რუდოლფ ჰესის, გერინგის, რობენტროპის, ბორმანის და ნაცისტური გერმანიის სხვა მაღალჩინოსნების.

აქ არის ასევე ჰიტლერის პირადი არქიტექტორის და ფოტოგრაფის ნომრები. წიგნის პირველადი ფასი 10-15 ათასი ფუნტი იყო. მისი გამყიდველის და მყიდველის ვინაობა არ ხმაურდება.