ყოფილი პოლიციელი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
19 სექ 2017
ყოფილი პოლიციელი, არჩილ დევრიშაძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ, პატიმრობიდან გაათავისუფლა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დევრიშაძე 24 ივლისის შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.