იტალიის ნაკრები აჭარაში შეკერილი სპორტული ფორმით ასპარეზობენ

14 ივნ 2016

ევროპის ჩემპიონატზე "ევრო 2016" იტალიის ნაკრები საქართველოში წარმოებული ფორმით გამოდის. საფეხბურთო გუნდის სპორტული ტანისამოსი აჭარაშია შეკერილი. საქართველოში დამზადებული სპორტული ტანისამოსით უკვე რამდენიმე წელია 33 გუნდი მარაგდება.