ახალი საჰაერო რეისი

14 ივნ 2016

სექტემბრიდან პეკინსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყება. პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებით ფრენების განხორციელება შეხვედრაზე გადაწყდა, სადაც  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დელეგაცია ჩინეთში სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციისა და უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანიების  წარმომადგენლებს შეხვდა.