საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა

14 ივნ 2016

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა დღეს გაიმართება. მხარეები საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის, მათ შორის ასოცირების შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ძირითად პრიორიტეტებს განიხილავენ. განსახილველ საკითხებს შორის არის საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.