ავტოავარია ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე

15 სექ 2017

ავტოავარია ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე. პორშეს მარკის ავტომობილი საპატრულო პოლიციის მანქანას შეეჯახა.შემთხვევის  შედეგად პატრულის  2 თანამშრომელი დაშავდა.  დაშავებულები სასწრაფო დახმარების ექიმებმა  ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალსა და რეფერალურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.  

მედიკოსების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. ისინი სამედიცინო დაწესებულებებიდან დილით გაწერეს. გამოძიება 276 -ე მუხლის  1 ნაწილით დაიწყო,  რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,  რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ავტოავარია მოხდა ასევე ხელვაჩაურში, რომლის შედეგადაც ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.