ვითარება სარფის საბაჟოზე

13 სექ 2017

რამდენიმედღიანი რიგი ავტომობილის მძღოლებისთვის და რამდენიმესაათიანი ქვეითებისთვის - სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საზღვრისკვეთისას მოქალაქეები კვლავ შეფერხებას და პრობლემებს აწყდებიან.

გამომწვევი მიზეზი თურქეთის მხარეს მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს რომ პრობლემა ერთ კვირაში აღმოიფხვრება.