ხელვაჩაურში „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

13 სექ 2017

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მერობისთვის ჯუმბერ ვარდმანიძე იბრძოლებს, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. თერთმეტწევრიან სიაში მხოლოდ ერთი ქალია.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: მახინჯაური - თამაზ ბერიძე. აჭარისწყალი - ვახტანგ დიასამიძე, ახალშენი - მინდია დიასამიძე, ახალსოფელი - ჯამბულ თავართქილაძე, თხილნარი - მინდია დიდმანიძე, მარადიდი-კირნათი - ლეილა კახაბერიძე, მაჭახელა - მალხაზ სალვარიძე, ორთაბათუმი - ბადრი ცინცქილაძე, სარფი - აბდულ კახიძე, ფერია - ჯემალ მუსხაჯბა, შარაბიძეები - დავით სამნიძე.