ბათუმში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

08 სექ 2017

ბათუმში ავტომობილში გარდაცვლილი კაცი იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით   სავარუდოდ ის  გულის შეტევით გარდაიცვალა.  

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ლერმონტოვისა და მოსკოვის ქუჩების კვეთაში  მოხდა.  ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები  მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის  კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.