ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები შავნაბადის მთაზე

05 სექ 2017

ხანძრის მეოთხე დღე ხულოში. ცეცხლი 5 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული, დამწვარია წიწვოვანი ხეები და ბუჩქნარი.

ნიჩბებით, სპეციალური წყლის აპარატებით და ვერტმფრენებით 800-ზე მეტი მეხანძრე -მაშველი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და მოხალისეები მთა შავნაბადაზე ცეცხლის ჩაქრობას დილიდან ცდილობენ.