საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ აგვისტოში მილიონს გადააჭარბა

03 სექ 2017

საქართველოში, მხოლოდ აგვისტოში გასულ წელთან შედარებით ორასიათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა.  ბოლო ექვს თვეში კი ჩვენს ქვეყანას 5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.

ვიზიტორების, ტურისტებისა და მოგზაურების შესახებ სტატისტიკა, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებმა გაავრცელეს. ტურისტების გაზრდილ რაოდენობაზე  კვების ობიექტებშიც საუბრობენ.