საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა ცნობილი დღეს გახდება

03 სექ 2017

ამ წუთებში ბათუმის 79 საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობებს აკომპლექტებენ. პროცესს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან. საუბნო საარჩევნო კომისია 6 წევრისგან უნდა შედგებოდეს.

ბათუმში სულ 102 საარჩევნო უბანია. ამ დროისთვის მხოლოდ 30 უბანია დაკომპლექტებული.