აჭარის ტელევიზიის დირექტორი პროკურატურას მიმართავს

30 აგვ 2017

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა განცხადება გააკეთა. ნათია კაპანაძე მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

საქმე ეხება იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებას, რომელშიც მალხაზ ბოლქვაძე დირექტორს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.  ნათია კაპანაძემ ასევე მიმართა აჭარის პროკურატურას, რათა ტელევიზიის მთავარი იურისტის მიერ შეტანილი განაცხადის შესწავლა დროულად მოხდეს.