ვითარება ბორჯომში

23 აგვ 2017

ბორჯომის ხეობაში სტიქიის ზონაში, ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა გარკვეულ მონაკვეთებზე კვლავ რჩება ხანძრის გავრცელების საშიშროება - ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში 1500-მდე ცოცხალი ძალაა ჩართული.  

დილიდან განაახლა მუშაობა 6-მა ვერტმფრენმა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, სულ ორი ქართული, ერთი აზერბაიჯანული, ერთი ბელარუსული და ორი თურქული ვერტმფრენი, ასევე ერთი თურქული თვითმფრინავი მონაწილეობს