სტიქია გურიაში

22 აგვ 2017

სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან გურიაში. ურეკში ძლიერმა წვიმამ და ქარმა სანაპირო ზოლი დააზიანა, დაზიანებულია ავტომანქანები, მოგლეჯილია ხეები, დაიტბორა სახლების პირველი სართულები. საგანგებო შტაბია შექმნილი გუბერნატორის ხელმძღვანელობით.