ძლიერი წვიმა ბათუმში

09 ივნ 2016

უხვი ნალექის გამო გუშინ ღამით გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთა დაიტბორა., რის გამოც შეფერხებით მოძრაობდა ტრანსპორტი. ადგილზე "ბათუმის წყალის" რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა სანიაღვრე ჭებიდან წყლის ამოტუმბვა.