დამატებითი გამოსაშვები გამოცდები

09 ივნ 2016

სკოლის გამოსაშვები დამატებითი გამოცდები 16-17 ივნისს დაინიშნა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამისი ბრძანება გუშინ გამოქვეყნდა. დამატებითი გამოცდები იმ პირებისთვის დაინიშნა, რომლებიც ობიექტური მიზეზით სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ვერ გამოცხადნენ.