აფეთქებისას დაშავებული   რეანიმაციაში  რჩება

19 აგვ 2017

ბათუმში აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კაცი დამწვრობის ცენტრში აგრძელებს მკურნალობას. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და პაციენტი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

გაზგასამართ სადგურში  აფეთქება 4 დღის წინ მოხდა. ფაქტზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. შემთხვევის შედეგად დაინგრა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. დაიწვა ავტომობილები. აფეთქებას მსხვერპლიც მოჰყვა. გუშინ გარდაიცვალა ერთ-ერთი დაშავებული, რომელსაც სხეულის 90 პროცენტის დამწვრობა ჰქონდა მიღებული. გარდაცვლილი გუშინვე თბილისიდან ბათუმში გადმოასვენეს.