აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა

18 აგვ 2017

სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებების გამო აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კაცი დღეს დილით გარდაიცვალა. დაშავებული გუშინ თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს რომელსაც სხეულის 90%-იანი დამწვრობა აღენიშნებოდა.

გადმოსვენების ხარჯებს დევნილთა და განსახლების სამინისტრო თბილისის მერიასთან ერთად დაფარავს, ამ ეტაპისთვის გარდაცვლილი პროზექტურაში იმყოფება.