ავტოსაგზაო შემთხვევა

16 აგვ 2017

მსუბუქი ავტომობილი და ორი მოტოციკლეტი ერთმანეთს შეეჯახა. ორივე მოტოციკლის მძღოლი მსუბუქი დაზიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.