დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

16 აგვ 2017

გენერალ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეები ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩებიან.

ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, მას თითქმის სხეულის სრული დამწვრობა აქვს მიღებული, მეორე დაშავებული კი თბილისში, დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.