მაშველებმა ზღვიდან გარდაცვლილი ქალი ამოიყვანეს

13 აგვ 2017

დღეს დილით, შავი ზღვის სარფის აკვატორიაში  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მყვინთავებმა 33 წლის ქალი ზღვიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.

ერთ-ერთი ვერსიით, დაღუპული  ზღვაში გვიან ღამით შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ  საქმე 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.