ხიდაშელის გამოსვლა ატლანტიკურ საბჭოში

08 ივნ 2016

შეერთებულ შტატებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გრძელდება. თინა ხიდაშელი ამერიკის ატლანტიკურ საბჭოში საჯარო მოხსენებით წარსდგა.  მინისტრის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და სურვილების დომინირების გამო, დემოკრატიულ სახელმწიფოებს პრობლემები ექმნებათ. კვლევით ორგანიზაციაში გამართულ კონფერენციას, აშშ-ის აკადემიური და საექსპორტო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.