სარფში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები ამოიღეს

08 ივნ 2016

ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს  მებაჟე ოფიცრებმა  „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე. პრეპარატი ,,აპრანაქს პლუსი”  საქართველოს ტერიტორიაზე  თურქეთის მოქალაქეს შემოჰქონდა.  საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.