სააპელაციო განაცხადების ვადა ამოიწურა

10 აგვ 2017

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების სააპელაციო განაცხადების შეტანის ვადა ამოიწურა. აბიტურიენტებს 7 აგვისტოდან დღეს, 18 საათამდე ფაკულტეტის დამატება, წაშლა ან შეცვლა შეეძლოთ.

სააპელაციო განაცხადი 400-ზე მეტმა  აბიტურიენტმა გააკეთა. აპელაციების განხილვას 10 დღე დასჭირდება, რის შემდეგაც, გამოცდების ეროვნული ცენტრი შედეგებს გამოაქვეყნებს.