ბათუმის მუზეუმი ექსპონატების გარეშე

09 აგვ 2017

3 წლის წინ დაანონსებული ბათუმის ისტორიული მუზეუმი ჯერ კიდევ არ გახსნილა.

მე-19 საუკუნის აბანოს შენობაში ცნობილი კოლექციონერების და ბათუმელების ნივთები უნდა განთავსდეს, თუმცა ჯერ არც ექსპონატები არსებობს და არც შენობის რეაბილიტაციაა დასრულებული.