ირმა ნიორაძის და მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავების კონცერტი

08 აგვ 2017

დღეს ,,ბლექ სი არენა” ირმა ნიორაძისა და მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავების ერთობლივ გალა კონცერტს უმასპინძლებს. ღონისძიება ბალეტის ლეგენდას, ვახტანგ ჭაბუკიანს ეძღვნება.

წარმოდგენილი იქნება საუკეთესო ნომრები როგორც კლასიკური, ასევე მოდერნბალეტიდან.  კონცერტში ირმა ნიორაძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი მოცეკვავეები იტალიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, რუსეთიდან, ასევე  სპეციალური მოწვევით ქართული ნაციონალური ბალეტი - „სუხიშვილები“.