ბათუმში ქალი დაჭრეს

03 აგვ 2017

შუახნის კაცმა ქალი დანით ყელის და გულმკერდის არეში დაჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, იგი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან.

დაშავებულის ახლობლები ამბობენ, რომ ბრალდებული და დაჭრილი ერთმანეთს იცნობდნენ. თავდასხმაში ბრალდებული პოლიციამ მალევე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.