ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს 6 აგვისტოს ჩამოასვენებენ

03 აგვ 2017

26 წლის ქართველი მეომარი ავღანეთში თავდასხმას ემსხვერპლა. ტერორისტული აქტი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.  მდინარი ბებიაშვილი  ამერიკელ და ადგილობრივ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად პატრულირებას ახორციელებდა.

ქართველი მეომარი 32-ე ქართველი ჯარისკაცია, რომელიც ,,მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ფარგლებში ავღანეთში დაიღუპა. მას სამშობლოში 6 აგვისტოს, სამხედრო წესით ჩამოასვენებენ.