დე-ფაქტო რეჟიმის პროვოკაცია

02 აგვ 2017

უკანონო ქმედება და მორიგი პროვოკაცია - ასე შეაფასეს საქართველოში საოკუპაციო ხაზთან ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულის გავლების დაანონსება. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა დღევანდელი მთავრობის სხდომაზე.

მინისტრთა კაბინეტის წევრები აცხადებენ, რომ საქართველო არ აყვება პროვოკაციას და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მშვიდობიანი გზით შეეცდება პრობლემის მოგვარებას. ე.წ. საინჟინრო სამუშაოები დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ჯერ-ჯერობით ხნულების გავლების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.