მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა

29 ივლ 2017

ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე ავტოსადგურისა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი არ არის. ადგილობრივები ქვეითებისთვის ზებრა გადასასვლელისა და შუქნიშნის დამონტაჟებას ითხოვენ.

მათი თქმით, შექმილი სიტუაცია ფეხით მოსიარულეებისთვის უსაფრთხო არ არის, ორი კვირის წინ ამ მონაკვეთზე ქვეითს  ავტომანქანა დაეჯახა. გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ზებრა გადასასვლელს მომავალ წლამდე ვერ დახაზავენ, რადგანაც მანამდე ქუჩის სრული რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს.