მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობის გარეშე - შეფასებები

26 ივლ 2017

მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ადვოკატის ინფორმაციით, იურისტები დოკუმენტაციას ამზადებენ. პარალელურად ძალაშია ექსტრადირებასთან დაკავშირებით საქართველოს მოთხოვნა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოქალაქეობის ჩამორთმევაზე მიღებული გადაწყვეტილება ოფიციალურად დაადასტურა და მიზეზიც მიუთითა.

ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობის არმქონე პირია. თუ იგი გადაწყვეტს დაბრუნდეს უკრაინაში, რაზეც ამავე ქვეყნის მედია წერს და თავად სააკაშვილიც საუბრობს ვიდეო-მიმართვაში