მირიან ქათამაძე კონსულტაციებს ადასტურებს

21 ივლ 2017

მირიან ქათამაძე ქობულეთის გამგებლობის კანდიდატად დასახელების საკითხზე “ქართულ ოცნებაში”  მიმდინარე კონსულტაციებს ადასტურებს, თუმცა ჯერ - ჯერობით  დეტალებზე არ საუბრობს.

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს, თუმცა იგი მზადაა იქ გააგრძელოს მუშაობა, სადაც გუნდი გადაწყვეტს.