მაშველებმა გონიოში 17 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

19 ივლ 2017

რამდენიმე წუთის წინ, გონიოში მაშველებმა ახალგაზრდა, რომელსაც 2 საათის განმავლობაში  ეძებდნენ,  ზღვაში გარდაცვლილი  იპოვეს.

17 წლის ბიჭი  გონიოში  დასასვენებლად  მეგობრებთან ერთად  იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ის ზღვაში შტორმის დროს შევიდა.