ტენდერი სპორტკომპლექსის მშენებლობისთვის

18 ივლ 2017

ბათუმში ახალი სპორტსკოლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა. პირობების მიხედვით, სპორტული კომპლექსი ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვეში უნდა აშენდეს. საწყისი სატენდერო თანხა 66 მილიონ 574 ათას 430 ლარია. 

წინადადებების მიღება 9 აგვისტოს დასრულდება. ახალი სპორტკომპლექსის პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გაიმართა. კომპლექსი ლეონიძის ქუჩაზე აშენდება და 3400 მაყურებელზე იქნება გათვლილი. კომპლექსში სხვადასხვა სპორტული სახეობის სექცია განთავსდება.