ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი კონდიცირების გარეშე

17 ივლ 2017

პრობლემა რომლის გადაჭრაც ამ ეტაპზე შეუძლებელია - ბათუმში მოძრავი ავტობუსების 80 პროცენტს კონდიცირების სისტემა არ აქვს. მათი შესყიდვისას მუნიციპალიტეტს სატენდერო პირობებში ჰაერის კონტროლის სისტემა არც კი გაუთვალისწინებია. მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს.