ანსამბლ “თარიკონის” კონცერტი

16 ივლ 2017

პროექტ „ბათუმური ზაფხული 2017-ის” ფარგლებში გუშინ  ბულვარის კოლონადებთან კიდევ ერთი კონცერტი გაიმართა.  მაყურებლის წინაშე ქორეოგრაფიული ნომრებით შსს-ს ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “თარიკონი” წარსდგა. ანსამბლს 15 წლიანი ისტორია აქვს. ბოლო 3 წლის განმავლობაში იგი შსს პატრონაჟით მოღვაწეობს.

ქართული კულტურისა და ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფების პოპულარიზაცის მიზნით, კონცერტები ბათუმის ბულვარში ყოველდღე 31 აგვისტომდე გაგრძელდება. პროექტს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს.