სასწრაფო სამედიცინო დახმარება უცხოეული ტურისტებისთვის ფასიანია

15 ივლ 2017

სასწრაფო სამედიცინო დახმარება უცხოეული ტურისტებისთვის ფასიანია. ქალაქის მასშტაბით გამოძახება 50, სარფში კი 70 ლარი ღირს. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის დირექტორის მოადგილის თქმით, დღის განმავლობაში უცხოელების მხრიდან 10-12 გამოძახება ფიქსირდება. ბადრი პაქსაძის თქმით, პარალელურად ბულვარის ტერიტორიაზე მუდმივ რეჟიმში ერთი ბრიგადა იმყოფება, რომელიც უცხოელებს სამედიცინო დახმარებას უფასოდ მოემსახურება.