შეხვედრა რუმინეთის ელჩთან

14 ივლ 2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე ყურადღება სავაჭრო - ეკონომიკის და ტურიზმის განვითარების საკითხებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო ქალაქების კონსტანცასა და ბათუმის დამეგობრებას. რადუ ლივიუ ჰორუმბამ მზაობა გამოთქვა რუმინეთის სხვა ქალაქებთან თანამშრომლობაზეც.