მახინჯაურში ზღვამ პატარა მკვდარი დელფინი გამორიყა

10 ივლ 2017

მახინჯაურში, რკინიგზის ყოფილი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვამ პატარა მკვდარი დელფინი გამორიყა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, წელს სარფი - ანაკლიის მონაკვეთზე დელფინების გამორიყვის 30-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.