აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

09 ივლ 2017

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე ბათუმში დააკავეს.

 გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიმდინარეობს.