05 ივნ 2016
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრები 10 ივნისს იმსჯელებენ. ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. გუშინ გერმანულმა გამოცემა”დი ველტმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები არ დათანხმდებიან საქართველოსთვის, უკრაინისთვის, კოსოვოსა და თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას, სანამ ე.წ. შეჩერების მექანიზმი ძალაში არ შევა.