ბსუს-ს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე აირჩიეს

05 ივლ 2017

ერთადერთი კანდიდატი, სრული მხარდაჭერა, არცერთი მოწინააღმდეგე და არცერთი განსხვავებული აზრი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე აირჩიეს.

არჩევნებამდე “აუდიტორია 115”-მა განცხადება გაავრცელა.  რას ფიქრობენ გაერთიანების წევრები, ასევე როგორია სტუდენტური თვითმმართველების წევრების პოზიცია?